logo
ENG



მიშა მშვილდაძე: მოხერხება ხო უნდა, ხალხი ჟურნალისტზე უფრო გაღიზინიადეს ვიდრე ივანიშვილზე

28 ნოე 201918:21
3 წუთის საკითხავი
 
8m7arpj1s10jcnt.jpg

მიშა მშვილდაძემ 28 ნოემბრის გადაცემა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე საუბრით დაიწყო.

მშვილდაძემ ჟურნალისტი ნიკა ლალიაშვილი შეაქო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჰქონდა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი გადამგდები როცა გყავს სტუმრად, მოხერხება უნდა, რომ ხალხი შენზე უფრო გაღიზინიადეს. საათ-ნახევრიანი ინტერვიუს განმავლობაში, ყველაზე კრიტიკული შეკითხვა, რომელიც ლალიაშვილმა დასვა, ასე ჟღერდა: სააკაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადეთ, რომ ჩვენ ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კულტურა... ნანობთ ახლა ამ სიტყვებს?“ განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

გადაცემაში „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან“ ერთად მშვილდაძემ NDI (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) და IRI (საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტი) ინსტიტუტებზეც ისაუბრა.

„NDI შეიქმნა 1983 წელს და მისი მიზანია დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. NDI-ს უმუშავია 156 სახელმწიფოში, გაუწევია დახმარება 16.000 სამოქალაქო ორგანიზაციისთვის და 900-ზე მეტი პოლიტიკური პარტიისათვის. NDI დამკვირვებელი იყო დაახლოებით 200 არჩევნებზე 67 სახელმწიფოში. მსოფლიოს მაშტაბით, NDI-ს გადამზადებული ჰყავს 4 მილიონი არჩევნების დამკვირვებელი. IRI-ც 1983 წელს შეიქმნა. ამჟამად მსოფლიოს 70 სახელმწიფოში მუშაობს და სენატორი, დენ სალივანი ხელმძღვანელობს. NDI-ს  თავჯდომარე კი, მადლენ ოლბრაიტია – ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი. აი, ამათ უწოდა გუშინ ნაცები ბიძინა ივანიშვილმა. 
„ნაცების" მიერ მომართული ხალხი მართავენ ამერიკის მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს და სამწუხარო რეალობაა, იგივე ხდება NDI-ს და IRI-ს კვლევებში. საზოგადოებას აგრესია აქვს უკვე ამ ტიპის ენჯეოებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობენ და პირდაპირი სატელიტები არიან „ნაციონალური მოძრაობის", – განაცხადა პანამელმა ინვესტორმა,“ - განაცხადა გადაცემის წამყვანმა თავის მონოლოგში საუბრისას.

მიშა მშვილდაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი თავის კრიტიკაზეც ისაუბრა. 

„ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში საკუთარი თავიც გააკრიტიკა. შეიძლება პოლიტიკოსად დღესაც ვერ ჩამოვყალიბდი მე, მაგრამ ჩვევები მართვის მაქვს. ადამიანი, რომლის მმართველობის მერვე წელი დაიწყო, აცხადებს პოლიტიკოსად დღესაც ვერ ჩამოვყალიბდიო​. ბიძინას თემა რომ ამოვწუროთ, ბოლოსთვის ორი განცხადება შემოვინახეთ: გულწრფელი და დაუჯერებელი. გულწრფელით დავიწყოთ: 10 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა 2 მილიონ სამუშაო ადგილს ვერ შექმნის.

გარანტიას გაძლევთ, თუ ისევ ავირჩევთ,  ბიძინა ივანიშვილი ამ დაპირებას შეასრულებს. სამაგიეროდ, გერმანიაში დასაქმებას დაგვპირდა. აქ ვერ შეგიქმნით სამუშაო ადგილებს, მაგრამ გერმანიაში შეძლებთ ლეგალურად მუშაობასო. 

გერმანულ საარჩევნო მოდელს არ გვაძლევენ, მაგრამ გერმანიაში წადით თუ გინდათო. 

და დაუჯერებელი განცხადება – ბიძინა ივანიშვილის ვერსიით, ციხეში წამების კადრები ნაციონალურმა მოძრაობამ თავად გაავრცელა. ერთადერთი საამაყო ოცნებას ის ჰქონდა, რომ ნაცები მოგაშორეთო და ეგეც ნაცების გაკეთებული ყოფილა,“ - აცხადებს მიშა მშვილდაძე.

პოლიცია შეუერთდა მოძრაობა „სირცხვილიას" პარლამენტის პიკეტირებას და პარლამენტს რკინის კედელი შემოავლო - გადაცემის წამყვანი პოლიციელების მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირებასაც გამოეხმაურა.

„პარლამენტს რკინის ღობე შემოავლეს. რუსეთი აგრძელებს გარედან ეკლიანი ღობეების შემოვლებას... ასე თუ გაგრძელდა საქართველო რუსულ ბუბლიკს დაემსგავსება. სანამ პოლიცია პარლამენტის პიკეტირების პიკეტირებით არის დაკავებული და ხალხს შეშას ართმევს, ძალიან რთული მოსაფიქრებელია უარესი კრიმინალი, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადეთ. „ჩვენი მოგონილი კრიმინალი" – რუბრიკა, რომელზეც ჩვენც გვერიდება რომ გვეცინება, მაგრამ ამ გადაცემას შავი იუმორის მოყვარულებიც უყურებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითი იქნება,“ -განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

გადაცემის სტუმარი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა იყო, რომელმაც გადაცემის წამყვანთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა.


close დახურვა